სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გადადგა

სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ ის გადადგომის შესახებ განცხადებით პრემიერ-მინისტრს მიმართავს.

მან ეს განცხადება ცოტა ხანში გააკეთა მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მისი ახლო მოკავშირის თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება გამოაცხადა.

პეტრიაშვილიც და ალასანიაც კოალიციურ მთავრობაში პარტია „თავისუფალ დემოკრატებს“ წარმოადგენდნენ.