დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისს ესტუმრება

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მარტინ ლიდეგარდი 11–12 ნოემბერს საქართველოს ეწვევა სამუშაო ვიზიტით. 

მარტინ ლიდეგარდი, რომელიც თბილისამდე უკრაინას სტუმრობდა, პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს თამარ ბერუჩაშვილს, ასევე ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.

ეს დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მეორე ვიზიტი იქნება საქართველოში წელს. ის თბილისს აპრილშიც სტუმრობდა მოლდოვაში ვიზიტის შემდეგ.