პრემიერ–მინისტრი ყაზახეთს ეწვევა
პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 12-13 ნოემბერს სამუშაო ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკას ეწვევა.
12 ნოემბერს იგი ყაზახეთის პრეზიდენტს ნურსულთან ნაზარბაევს და პრემიერ–მინისტრ კარიმ მასიმოვს შეხვდება.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში პრემიერ-მინისტრთან ერთად იქნებიან ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.