უსუფაშვილმა პარლამენტის სახელით ღრმა მწუხარება გამოთქვა ბენდუქიძის გარდაცვალების გამო

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა 14 ნოემბრის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების სახელით ღრმა მწუხარება გამოხატა მთავრობის ყოფილი წევრის კახა ბენდუქიძის გარდაცვალების გამო და მიუსამძიმრა მის ოჯახს.

„ბატონი კახა გახლდათ მართლაც არაორდინარული პიროვნება, რომლის ღვაწლს, რომლის საქმიანობას მომავალი კიდევ უკეთ გამოაჩენს“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

როცა ის ამ სიტყვებს ამბობდა, დეპუტატებმა უმრავლესობიდან და უმცირესობიდან ფეხზე ადგომით გამოხატეს მწუხარება პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციის ყოფილი მინისტრის კახა ბენდუქიძის გარდაცვალების გამო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)