სამხედრო პოლიციის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი არსენ ცუხიშვილი გენერალური შტაბის მმართველობის მრჩეველთა ჯგუფის მრჩევლად გადაიყვანეს.
ეს საკადრო ცვლილება თავდაცვის სამინისტროში დაადასტურეს, თუმცა ჯერ–ჯერობით არ სახელდება ამის მიზეზი და ასევე არსენ ცუხიშვილის შემცვლელის ვინაობა.
ცუხიშვილი სამხედრო პოლიციის უფროსად სექტემბერში მაშინ დაინიშნა, ვიდრე ნოემბრის დასაწყისში ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრის პოსტზე მინდია ჯანელიძე შეცვლიდა. ეს უკანასკნელი გახვეულია სკანდალში, რომელიც თავდაცვის სამინისტროს მიერ უკრაინაში ქართველი მებრძოლის დაღუპვის თაობაზე სადავო განცხადების გამოქვეყნებას უკავშირდება.