წინასწარი მონაცემებით, ნოემბერში მშპ 0.5%-ით შემცირდა
„საქსტატის“ მიერ სამშაბათს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2014 წლის ნოემბერში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 0.5%-ით შემცირდა, მას შემდეგ, რაც ოქტომბერში 3.5%–იანი ზრდა დაფიქსირდა.
2014 წლის პირველი თერთმეტი თვის განმავლობაში მშპ-ის საშუალო რეალურმა ზრდამ 5.0% შეადგინა, იტყობინება „საქსტატი“.
მშპ–ის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 2014 წელს 5%–ს შეადგენს; ეკონომიკის ასეთივე ზრდას ვარაუდობს მთავრობა მომავალ წელსაც.