ესტონეთის პრემიერ–მინისტრი საქართველოს ეწვევა
ესტონეთის პრემიერ–მინისტრი ტაავი რიივასი ორშაბათს საქართველოში ორდღიან ვიზიტს იწყებს, რომლის ფარგლებშიც ის თავის ქართველ კოლეგას, პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება.
სამშაბათს ის თბილისში საქართველო–ესტონეთის ბიზნესს ფორუმს გახსნის.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კეიტ პენტუს-როსიმანნუსი საქართველოს დეკემბერში სტუმრობდა.