ღარიბაშვილი პარიზში სოლიდარობის მარშს შეუერთდა

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარიზში კვირას მონაწილეობა მიიღო სოლიდარობის მარშში, რომლითაც დემონსტრანტებმა სამი დღის მანძილზე მომხდარი ის ტერორისტული თავდასხმები გააპროტესტეს, რამაც 17 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

პრემიერ–მინისტრი ღარიბაშვილი თავდაპირველად ელისეს სასახლეში მივიდა, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი სოლიდარობის მარშის წინ ათობით მსოფლიო ლიდერს ეგებებოდა. 

“ამ ტრაგედიამ გააერთიანა მთელი მსოფლიო და ჩვენ ჩამოვედით იმისათვის, რომ მხარდაჭერა გამოგვეთქვა ფრანგი ხალხის, საფრანგეთის მიმართ. საფრანგეთი არის ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო, ეს არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა. ჩვენ კარგად გვახსოვს როგორი მხარდაჭერა გამოიჩინა ფრანგმა ხალხმა და საფრანგეთის მაშინდელმა ლიდერებმა აგვისტოს ომის დროს", – განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ "გაერთიანება არის ყველაზე საუკეთესო გამოსავალი".

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)