მარგველაშვილი სააკაშვილის უკრაინაში დანიშვნაზე კომენტარს აკეთებს
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის საშინაო საქმე და სუვერენული უფლებაა მიიღოს გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ დანიშნოს ამა თუ იმ ოფიციალურ თანამდებობაზე, თუმცა იქვე დასძინა, რომ საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნამ, რომელიც თბილისის მიერ იძებნება, უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მრჩევლად, შესაძლოა „გარკვეული უხერხულობა“ გამოიწვიოს ორმხრივ ურთიერთობებში.
„მე პატივს ვცემ უკრაინის სუვერენიტეტს და არ ვაპირებ, რომ კომენტარი გავაკეთო უკრაინის შიდა პოლიტიკასთან დაკავშირებით“, – განუცხადა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს, როდესაც მას უკრაინაში სააკაშვილის დანიშვნის თაობაზე ჰკითხეს.
„თუმცა იმასაც ვაფიქსირებ, რომ გარკვეული უხერხულობა შესაძლებელია ამ ვითარებამ დააყენოს“, – დასძინა მან.
საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მთავრობასაც აქვს „მანდატი“ თავიანთი ხალხისგან, რომ ახლო ორმხრივი ურთიერთობები ჰქონდეთ და მხარი დაუჭირონ ერთმანეთს.
„მე ვფიქრობთ, რომ მოვახერხებთ, რომ ამ უხერხულობებს გაღვივების შესაძლებლობა არ მივცეთ“, – განაცხადა მარგველაშვილმა.