ღარიბაშვილი ბრიუსელს სტუმრობს

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხუთშაბათს ბრიუსელში ერთდღიანი ვიზიტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ის ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან და ევროპარლამენტში გამართავს მოლაპარაკებებს.

ვიზიტის ფარგლებში პრემიერ–მინისტრი ღარიბაშვილი შეხვდება ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერს; ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს; ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინის, ასევე ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცს და ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს ელმარ ბროკს.

ვიზიტის დროს საქართველოს პრემიერ–მინისტრი ასევე შეხვდება მოლდოვას ახალ პრემიერ–მინისტრს, კირილ გაბურიჩის.