საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუმინეთს სტუმრობს
ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბუქარესტში გაემგზავრა, სადაც 27 თებერვალს თავის რუმინელ კოლეგას ვიქტორ პონტას და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება.
ღარიბაშვილი, რომელსაც თან ახლავს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, ასევე შეხვდება რუმინეთის სენატის პრეზიდენტს, კალინ პოპესკუ-ტარიჩეანუს და დეპუტატთა პალატის პრეზიდენტს ვალერიუ სტეფან ზგონეას.