ეუთოს გენერალური მდივანი საქართველოს სტუმრობს

ეუთოს გენერალური მდივანი ლამბერტო ზანიერი 8–10 მარტს საქართველოს სტუმრობს.

ვიზიტის ფარგლებში იგი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილს და პარლამენტის წევრებს შეხვდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის დროს ეუთოს გენერალური მდივანი ეწვევა „საოკუპაციო ხაზს“ – სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ საზღვარს და ასევე მოინახულებს დევნილთა დასახლებებს.