სასამართლომ ჟვანიას საქმეზე დაკავებულ ექსპერტს გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა
თბილისის საქალაქო სასამართლომ 16 მარტს გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ყოფილ გამგეს ლევან ჩაჩუას, რომელმაც სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარა ზურაბ ჟვანიას ცხედარს მას შემდეგ, რაც მაშინდელი პრემიერ-მინისტრი 2005 წლის 3 თებერვალს გარდაცვლილი იპოვეს.
ჩაჩუას ერთი წლის წინ პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობა დასდო ბრალად და განაცხადა, რომ მან არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა. ჩაჩუა, რომელიც 2014 წლის მარტში დააკავეს, ნოემბერში გირაოთი გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც რვა თვე წინასწარ პატიმრობაში გაატარა.
„მე ველოდი ასეთ განაჩენს“, – განუცხადა ჩაჩუამ ჟურნალისტებს მას შემდეგ, რაც მოსამართლე დავით მგელიაშვილმა მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)