ღარიბაშვილმა ნეთანიაჰუს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს მისი პარტიის „ლიკუდის" არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
„დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი სანიმუშო ლიდერობა და ქვეყნისადმი ერთგულება უზრუნველყოფს ისრაელის სახელმწიფოს წარმატებას, მშვიდობასა და კეთილდღეობას“, – ნათქვამია ღარიბაშვილის მისალოც წერილში.
„ჩემთვის სასიხარულოა, რომ ისრაელსა და საქართველოს შორის ისტორიულ მეგობრობას ასაზრდოებს ჩვენი ნება და სწრაფვა, გავაღრმავოთ ჩვენი პარტნიორობა. ამის გათვალისწინებით, იმედის თვალით შევყურებ ჩვენს ურთიერთობებში შემდგომ წარმატებებს მომდევნო თვეებსა და წლებში“, – განაცხადა მან.