რუმინეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოს სტუმრობს

რუმინეთის თავდაცვის მინისტრი მირჩეა დუშა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით 5 აპრილს ჩამოვიდა, ორშაბათს თავის ქართველ კოლეგას, მინდია ჯანელიძეს ხვდება.

6 აპრილს იგი ასევე შეხვდება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და პარლამენტის თავდაცვის და საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს რუმინეთის თავდაცვის მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში.