ფულადი გზავნილები 2015 წლის პირველ კვარტალში 22.8%–ით შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად, 2015 წლის პირველ კვარტალში საზღვარგარეთიდან საქართველოში განხორციელებული ფულადი გზავნილები 22.8%–ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 249.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

საქართველოსთვის ფულადი გზავნილების უმსხვილესი წყაროდან, რუსეთიდან განხორციელებული ფულადი გზავნილები 2015 წლის იანვარ–მარტში 43.6%–ით შემცირდა და 88.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

ფულადი გზავნილები ასევე შემცირდა საბერძნეთიდან და იტალიიდან 17.8%–ით და 9.4%–ით, შესაბამისად და 2015 წლის პირველ კვარტალში 40.2 მლნ აშშ დოლარი და 26.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

აშშ–დან ფულადმა გზავნილებმა 22.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა პირველ კვარტალში; შემდეგ მოდის თურქეთი – 17.2 მლნ აშშ დოლარით; ისრაელი – 6.7 მლნ აშშ დოლარით; ესპანეთი – 5.9 მლნ აშშ დოლარით; გერმანია – 5.8 მლნ აშშ დოლარით; უკრაინა – 4.9 მლნ აშშ დოლარით.

2014 წელს ფულადი გზავნილების ოდენობა 2.45%–ით შემცირდა წინა წელთან შედარებით და 1.44 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის მშპ–ს, დაახლოებით, 8.7%–ია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)