ივანიშვილი მთავრობაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ

ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ რესპუბლიკური პარტიის ორი წევრის დანიშვნა მთავრობაში კოალიცია ქართული ოცნების „მდგრადობის“ მაჩვენებელია.

რესპუბლიკური პარტიის ორი დეპუტატი, თინა ხიდაშელი და გიგლა აგულაშვილი თავდაცვის და გარემოს დაცვის მინისტრებად დაინიშნენ განახლებულ მთავრობაში, რომელმაც პარლამენტის ნდობა უნდა მოიპოვოს.

მთავრობის განახლება „ჯანსაღი და ნორმალური პროცესია“, განაცხადა ივანიშვილმა კვირას თავის თოქ-შოუში „2030“ საუბრისას.

„[თინა ხიდაშელის დანიშვნა თავდაცვის მინისტრად] ძალიან კარგი პრეცედენტია ბევრი მნიშვნელობით’“, – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ ხიდაშელი საქართველოს პირველი ქალი თავდაცვის მინისტრია.

მან ასევე აღნიშნა, რომ ხიდაშელის და აგულაშვილის დანიშვნა მთავრობაში ნიშნავს, რომ რესპუბლიკური პარტია „ურყევად“ რჩება კოალიცია ქართულ ოცნებაში.

„რაღაც დაბნეულობა იგრძნობოდა, მოგეხსენებათ, ერთი პარტია [თავისუფალი დემოკრატები] გავიდა კოალიციიდან; იყო მსჯელობები და სპეკულაციები, რომ კოალიცია შეიძლება დაიშალოს; ამ მხრივაც, ხაზგასასმელია ის, რომ რესპუბლიკელები ძალიან მკვეთრად და ურყევად რჩებიან კოალიციის წევრებად და კოალიცია ჯანსაღია“, – განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ "არჩევნებისთვის მათ უკვე გარკვეული მზაობა გააჩნიათ".

მთავრობის მესამე რესპუბლიკელი წევრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილია.