საქართველო და EBRD გორში ქარის ელექტროსადგგურის მშენებლობის მიზნით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

საქართველომ და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა (EBRD) წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს 25 მილიონი აშშ დოლარის სესხის გამოყოფის თაობაზე, რომლითაც გორში ქვეყანაში პირველი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა დაფინანსდება.

პროექტის, რომელიც საქართველოს ენერგეტიკის განვითარების  ფონდმა შეიმუშავა,  ჯამური საინვესტიციო ღირებულება 35 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო მისი დადგმული სიმძლავრე 20 მგვტ.

წინასწარ შეთანხმებას 14 მაისს მოეწერა ხელი თბილისში EBRD–ის ყოველწლიური შეხვედრის და ბიზნეს ფორუმის ფარგლებში. 

EBRD–ის დირექტორთა საბჭო საბოლოო გადაწყვეტილებას 25 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის თაობაზე წელს მოგვიანებით მიიღებს, განაცხადა ბანკმა.

„312 მლნ დოლარის  საქართველოს ჰიდრო რესურსებში ინვესტირების შემდეგ, ჩვენ ვიმედოვნებთ ახალი განახლებადი ენერგიით – ქარით – ინვესტორების დაინტერესებას“, – განაცხადა EBRD–ის ენერგეტიკისა და ბუნევირვი რესურსების აღმასრულებელმა დირექტორმა რიკარდო პულიტმა, რომელმაც ხელი მოაწერა წინასწარ შეთანხმებას საქართველოს ენერგეტიკის მინისტრთან კახა კალაძესთან ერთად.