კვორუმის უქონლობის გამო პარლამენტის სხდომა კვლავ ჩაიშალა
პარლამენტმა მიმდინარე კვირას უკვე მეორედ, 15 მაისს, ვერ შეძლო სხდომის გამართვა კვორუმის უქონლობის გამო, რასაც 76 დეპუტატი ხმა სჭირდება.
პარლამენტმა იგივე მიზეზით სხდომის გამართვა 13 მაისსაც ვერ შეძლო.
პარასკევს დღისით მხოლოდ 67 დეპუტატმა გაიარა რეგისტრაცია.
მართალია ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთი დეპუტატი იმყოფებოდა სხდომათა დარბაზში, მათ უარი თქვეს რეგისტრაციის გავლაზე; მათი თქმით, ისინი ბოიკოტს აცხადებდნენ იმის საჩვენებლად, რომ საპარლამენტო უმრავლესობას მუშაობის უნარი არ შესწევს.
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ბევრი ის დეპუტატი ქართული ოცნებიდან, რომელიც არ იმყოფებოდა სხდომათა დარბაზში, ან საზღვარგარეთ იმყოფებოდა ვიზიტით, ან EBRD–ის ყოველწლიურ შეხვედრასთან და ბიზნეს ფორუმთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობდა თბილისში.
სხდომას ასევე არ ესწრებოდნენ „თავისუფალი დემოკრატების“ დეპუტატები, ვინაიდან ისინი თბილისის სასამართლოში თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ.