EBRD ‘ავერსი–ფარმას’ 10.9 მილიონი აშშ დოლარის სესხს გამოუყოფს

ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი (EBRD) კომპანია „ავერსი ფარმას“ 10.9 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხს გამოუყოფს ერთი საავადმყოფოს მოდერნიზების და მეორეს მშენებლობის მიზნით.

შეთანხმება, რომლის თაობაზეც 15 მაისს, EBRD–ის ყოველწლიური შეხვედრის  მეორე და საბოლოო დღეს გახდა ცნობილი, ითვალისწინებს სესხის გაცემას თბილისში არსებული 135 საწოლიანი ინფექციური დაავადებების საავადმყოფოს რეკონსტრუქციის და მარნეულში 84 საწოლიანი ზოგადი პროფილის, მათ შორის პედიატრიული და სამშობიარო მიმართულების საავადმყოფოს მშენებლობის მიზნით.

„ავერსი ფარმა“ ავერსი ჯგუფის შემადგენლობაში შედის, რომლის საქმიანობებიც მოიცავს ფარმაცეპტული პროდუქტების  წარმოებას, საბითუმო და საცალო რეალიზაციას,  სამედიცინო მომსახურებას, კლინიკებს და დაზღვევას.