საქართველოს და სომხეთის პრემიერ–მინისტრების შეხვედრა ბათუმში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 17 მაისს ბათუმში თავის სომეხ კოლეგას ჰოვიკ აბრაჰამიანს შეხვდა.
ჰოვიკ აბრაჰამიანმა, რომელიც საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია, ქართველ კოლეგასთან „ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებასთან“ დაკავშირებული საკითხები განიხილა, განაცხადა სომხეთის პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაციამ.
საქართველოს პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ–მინისტრებმა „მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები განიხილეს და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს“.