უსუფაშვილი ესპანეთს ეწვევა
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი 21-22 მაისს მადრიდს ეწვევა, სადაც შეხვედრებს გამართავს ესპანეთის კონგრესის პრეზიდენტთან ხესუს პოსადასთან და სენატის თავმჯდომარესთან პიო გარსია-ესკუდეროსთან.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრა საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანთან ევროკავშირის საკითხებში, ინიგო მენდეს ვიგოსთან.
მადრიდში ვიზიტამდე, დავით უსუფაშვილი მალტას სტუმრობდა, სადაც 19-20 მაისს შეხვედრები გამართა მალტის პრეზიდენტთან მარი-ლუიზ კოლეირო პრეკასთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან ანჯელო ფარუჯასთან, ასევე ტურიზმის და ენერგეტიკისა და ჯანდაცვის მინისტრებთან.