დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისთვის მზადება მიმდინარეობს
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 26 მაისს სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება თბილისსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში.
წინა ორი წლის მსგავსად, აღლუმი არ ჩატარდება, თუმცა სამხედრო კომპონენტი მაინც იქნება წარმოდგენილი, რადგან გაიმართება ფიცის დადების ცერემონიალი, ასევე გამოიფინება სამხედრო ტექნიკა თბილისის ცენტრში და სამხედრო თვითმფრინავები და და ვერტმფრენები გადაიფრენენ დედაქალაქის თავზე.
მიმდინარე სამზადისთან დაკავშირებით, 22 მაისის დილის 9 საათიდან 26 მაისის საღამომდე, ვიდრე ღონისძიებები არ დასრულდება, ვარდების მოედანზე ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება, განაცხადა შსს-მ პარასკევს.
24 მაისს საღამოს 9 საათიდან რუსთაველის გამზირზე აიკრძალება ავტომანქანებით გადაადგილება და ასევე შეიზღუდება მოძრაობა რუსთაველის გამზირის მკვეთ ქუჩებზე.
თავისუფლების მოედანზე საავტომობილო მოძრაობა 26 მაისის დილის 5 საათიდან აიკრძალება და მხოლოდ საზეიმო ღონისძიებების დასრულების შემდეგ აღდგება.