იუსტიციის მინისტრი უკრაინაში გაემგზავრა
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ოფიციალური ვიზიტით კიევში გაემგზავრა, სადაც 28 მაისს თავის უკრაინელ კოლეგას პავლო პეტრენკოს შეხვდება.
ქართული დელეგაცია, რომელშიც ასევე შედის წულუკიანის სამი მოადგილე, უკრაინულ მხარეს საკანონმდებლო რეფორმებს გააცნობს, იტყობინება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური.
"ვიზიტის მიზანი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა", – ნათქვამია ინფორმაციაში.