ევროპასთან ინტეგრაციის და აგრარულ საკითხთა კომიტეტების ახალი თავმჯდომარეები აირჩიეს

პარლამენტმა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი, ხოლო აგრარულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელად ასევე კოალიცია ქართული ოცნების უმრავლესობის წევრი, ყოფილი „თავისუფალი დემოკრატი“ გელა სამხარაული აირჩია.

ეს თანამდებობები მაისის დასაწყისში ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ქართული ოცნების რესპუბლიკელი დეპუტატები თინა ხიდაშელი, რომელიც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს ხელმძღვანელობდა, თავდაცვის მინისტრად, ხოლო გიგლა აგულაშვილი, რომელიც აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო, გარემოს დაცვის მინისტრად დაინიშნენ.

ორივე ახალი ხელმძღვანელი არჩევამდე იმავე კომიტეტებში თავმჯდომარეების პირველი მოადგილეები იყვნენ.