პარლამენტმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის მისიაში საქართველოს შემდგომ მონაწილეობას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა 28 მაისს 79 ხმით, ერთხმად დაუჭირა მხარი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ხუთი ოფიცრის და მალიში  ლოჯისტიკის ერთი ოფიცერის გაგზავნას ამ ქვეყნებში ევროკავშირის სამხედრო მრჩეველთა მისიის და საწვრთნელი მისიის ფარგლებში.   

საქართველო ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის წინა სამხედრო მისიაშიც მონაწილეობდა, რომელიც მარტიდან  ევროკავშირის სამხედრო მრჩეველთა მისიად გადაკეთდა. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის სამხედრო მრჩეველთა მისია, რომელიც დედაქალაქ ბანგშია განთავსებული, 60–მდე თანამშრომლისგან შედგება.

2014 წლის ივნისიდან დეკემბრამდე პერიოდში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 156 ქართველი სამხედრო მსახურობდა, ხოლო 2014 წლის დეკემბრიდან 2015 წლის მარტამდე პერიოდში იქ 85 ქართველი ჯარისკაცი განთავსდა.

საქართველომ და ევროკავშირმა ჩარჩო ხელშეკრულებას ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ 2013 წლის ნოემბერში მოაწერეს ხელი.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)