წინასწარი მონაცემებით, აპრილში მშპ–ს ზრდამ 0.9% შეადგინა

„საქსტატის“ მიერ 29 მაისს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2015 წლის აპრილში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 0.9% შეადგინა.

წინასწარი მონაცემებით, 2015 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 2.6% შეადგინა.

იანვარში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 0.5% შეადგინა; თებერვალში – 4.9%, ხოლო მარტში – 4.4%.

იანვარში ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი შენელების შემდეგ და ლარის გაუფასურების ფონზე, მთავრობამ განაცხადა თებერვალში, რომ ეკონომიკური ზრდის 2015 წლის პროგნოზის 5%–დან 2%–მდე შემცირებას გეგმავს.

თუმცა სახელმწიფო ბიუჯეტის მაჩვენებლები ჯერ არ შეცვლილა და ისევ 5%–იან ნიშნულზე რჩება.