თინა ხიდაშელი ნატოს შტაბბინას ეწვევა
თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ნატოს შტაბბინას ეწვევა, სადაც 1 ივნისს შეხვედრას გამართავს ალიანსის გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან, იტყობინება ნატო.
ბრიუსელში დაგეგმილ ვიზიტამდე, თავდაცვის მინისტრის რანგში პირველი ვიზიტი თინა ხიდაშელმა ავღანეთში განახორციელა, სადაც ალიანსის მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფარგლებში მომსახურე ქართველ სამხედროებთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა.