ღარიბაშვილი ბაქოში ალიევს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 11 ივნის ბაქოს ეწვია, სადაც მან პირისპირ შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან.
შეხვედრაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ორი ქვეყნის „კეთილმეზობლური ურთიერთობა და სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები“, ასევე რეგიონალური უსაფრთხოებისა და ენერგოუსაფრთხოების თემები განიხილეს.
„გამოითქვა სურვილი, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის გაღრმავდეს პოლიტიკური, ეკონომიკურ-კულტურული და ენერგეტიკული თანამშრომლობა“, – ნათქვამია პრესსამსახურის ინფორმაციაში.
Arrived in #Baku with my two sons. We will attend opening ceremony of the first European games .@BakuGames2015 pic.twitter.com/9Am7YGvX9w
— Irakli Garibashvili (@PrimeMinisterGE) June 11, 2015
ვიზიტის ფარგლებში ღარიბაშვილი 12 ივნისს „ბაქო 2015- პირველი ევროპული თამაშების“ გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრება, სადაც 105 ქართველი ათლეტი სპორტის 17 სახეობაში იასპარეზებს.
პრემიერ-მინისტრი, რომლის დელეგაციაშიც ასევე შედიან ვიცე-პრემიერები, ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრები გიორგი კვირიკაშვილი და კახი კალაძე, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული პაატა ხიზანაშვილი, ასევე დაესწრება პრეზიდენტ ალიევის სახელით „ბაქო 2015 – პირველი ევროპული თამაშების” გახსნისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებას.