თბილისში წყალდიდობას მსხვერპლი მოყვა



ბეჰემოტი დატბორილ გმირთა მოედანზე თბილისის ზოოპარკის მახლობლად. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სულ ცოტა რვა ადამიანი დაიღუპა და რამდენი დაიკარგა მას შემდეგ, რაც კვირას შუაღამისას თბილისი დაიტბორა.

შუაღამემდე დაწყებულმა ძლიერმა წვიმებმა მდინარე ვერეს ადიდება გამოიწვია.



საცხოვრებელი კორპუსის დატბორილი ეზო გმირთა მოედანზე. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

მდინარე ვერეს უზარმაზარმა ნაკადმა ვაკე-საბურთალოს გზის გმირთა მოედანთან დამაკავშირებელი 4-კილომეტრიანი მაგისტრალის მნიშვნელოვანი ნაწილი დატბორა; მდინარის ნაკადმა მანქანები და სულ ცოტა ერთი პატარა სახლი წაიღო, სხვები კი დატბორა. ასევე დაიტბორა თბილისის ზოოპარკი.



თამარაშვილის ქუჩის (ვაკე-საბურთალოს გზა) გმირთა მოედანთან დამაკავშირებელი მაგისტრალის მნიშვნელოვან ნაწილზე მდინარე ვერე მიედინება. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

დატბორილი ზოოპარკიდან ვეფხვები, ლომები, დათვები და მგლები გაიქცნენ. ზოგიერთი მათგანი ან დაიჭირეს, ან მოკლეს, თუმცა გაქცეული ცხოველების ძებნა კვლავ გრძელდება. 

დაღუპულებს შორის ორი ზოოპარკის თანამშრომელია.



ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

მდინარე ვერეს გასწვრივ მდებარე სვანიძის ქუჩა, სადაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და ოცზე მეტი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა, სტიქიამ ყველაზე მეტად დააზარალა



თამარაშვილის ქუჩის (ვაკე-საბურთალოს გზა) გმირთა მოედანთან დამაკავშირებელი მაგისტრალის მნიშვნელოვან ნაწილზე მდინარე ვერე მიედინება. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge



ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge



გმირთა მოედანზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში წყალი ჩაედინება. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge



გმირთა მოედანი. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge



გმირთა მოედანი. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge



გმირთა მოედანი. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

ასევე დაიტბორა მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ნაწილიც.

„ზარალი არის საკმაოდ სოლიდური“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან ასევე მოუწოდა მოსახლეობას, რომ სახლში დარჩნენ, რადგანაც ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველების ძებნა ჯერ არ დასრულებულა.

უსაფრთხოებისა და კრიზისების საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ მოუწოდა მოსახლეობას, რომ კვირას მანქანით გადაადგილებისგან თავი შეიკავონ, რადგანაც რამდენიმე ცენტრალური ქუჩა გადაიკეტება.

ძლიერმა წვიმამ ასევე გამოიწვია მეწყერის ჩამოწოლა წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელი გზის დაუსახლებელ მონაკვეთზე.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა 16 ადამიანის ევაკუცია განახორციელა წყნეთის ახლოს მდებარე ახალდაბის დასახლებიდან, სადაც ძლიერმა წვიმამ გზები დააზიანა.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მისი სარეზერვო ფონდიდან გამოყოფს თანხებს სტიქიით დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად.

თბილისში სამი წლის წინ მომხდარ წყალდიდობას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)