თბილისის წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 13-მდე გაიზარდა

13-14 ივნისს თბილისში მომხდარი წყალდიდობის შედეგად, ოფიციალურად დადასტურებული მონაცემებით, 13 ადამიანია დაღუპული, იტყობინება სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო ორშაბათს.

13 გარდაცვლილიდან 12-ის ვინაობა იდენტიფიცირებულია; ზოოპარკის ტერიტორიაზე აღმოჩენილი გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალბატონის ვინაობა კი დგინდება.

სვანიძის ქუჩაზე, რომელიც სტიქიის ერთ-ერთი ეპიცენტრი იყო, ხუთი ადამიანი დაიღუპა; ასევე სტიქიას ზოოპარკის სამი თანამშრომელი ემსხვერპლა.

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭომ განაცხადა, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 11 ადამიანი და მათი  საძიებო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება