ზოოპარკიდან დაკარგულმა ვეფხვმა მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა
თბილისში, ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე ვეფხვი თავს დაესხა მამაკაცს და მისი სიცოცხლე იმსხვერპლა.
თვითმხილველების თქმით, თეთრი ვეფხვი მამაკაცს ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე მდებარე საწყობში დაესხა თავს.
ექიმის თქმით, დაახლოებით 40 წლამდე მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო.
ადგილზე შეიარაღებული სამართალდამცავები განათავსეს და ინციდენტის ადგილიდან სროლების ხმაც ისმოდა.