დონალდ ტუსკის საქართველოში ვიზიტი გადაიდო



ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტზე, 21 მაისი, 2015 წელი. ფოტო: ევროკავშირი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის ვიზიტი საქართველოში, რომელიც 14-15 ივლისს იგეგმებოდა, გადაიდო და ის არ გაუქმებულა, განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა.

მისი ინფორმაციით, ვიზიტის გადადება განაპირობა საბერძნეთის ფინანსური სიტუაციის ირგვლივ 12 ივლისს მიღწეულმა კომპლექსურმა შეთანხმებამ, რის გამოც პრეზიდენტ ტუსკის ბრიუსელში ყოფნა აუცილებელი შეიქმნა, რათა თვალი მიადევნოს ამ შეთანხმების შესრულებას.

„ის უკვე კონტაქტშია საქართველოს მთავრობასთან ახალ თარიღთან დაკავშირებით და ვიმედოვნებ, რომ ეს ახალი თარიღი ძალიან შორს არ იქნება“, – განაცხადა ელმა ჰერმანმა 13 ივლისს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ ასევე განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში შეთანხმდება ვიზიტის თარიღი, რომელიც „იქნება ძალიან ახლო მომავალში“.

 

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)