ფულადი გზავნილები 2015 წლის პირველ ნახევარში 22.7%-ით შემცირდა

საზღვარგარეთიდან საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები 2015 წლის პირველ ნახევარში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22.7%-ით შემცირდა 538.63 მლნ აშშ დოლარამდე, ეროვნული ბანკის მიერ 15 ივლისს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად.

ფულადმა გზავნილებმა რუსეთიდან, რომელიც ამ კუთხით შემოსავლის უმსხვილესი წყაროა, 41.1%-ით დაიკლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 2015 წლის პირველ ნახევარში 204.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

მეორე უმსხვილესი წყაროდან, საბერძნეთიდან შემოსულმა ფულადმა გზავნილებმა 19.3%-იანი კლება განიცადა 2015 წლის პირველ ექვს თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 82.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ასევე წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ამა წლის პირველ ნახევარში იტალიიდან გადმორიცხული თანხები 12.3%-ით შემცირდა 52.9 მლნ აშშ დოლარამდე; შემდეგ მოდის აშშ –  47.3 მლნ დოლარით (26.3%-იანი ზრდა); თურქეთი – 35.9 მლნ აშშ დოლარით (20.6%-იანი ზრდა); ისრაელი – 14.3 მლნ აშშ დოლარით (37.3%-იანი ზრდა); ესპანეთი – 12.3 მლნ აშშ დოლარით (10.3%-იანი კლება), გერმანია  – 12.1 მლნ აშშ დოლარით (8.6%-იანი ზრდა); უკრაინა – 10 მლნ აშშ დოლარით (38.5%-იანი კლება).

2014 წელს ფულადი გზავნილების ოდენობა 2.45%–ით შემცირდა წინა წელთან შედარებით და 1.44 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის მშპ–ს, დაახლოებით, 8.7%–ია.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)