კუბაში, მექსიკასა და პორტუგალიაში ახალი ელჩები დაინიშნენ
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ახალი ელჩები დანიშნა კუბაში, მექსიკასა და პორტუგალიაში.
გიორგი ნიკოლაიშვილი, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო, საქართველოს პირველი ელჩი გახდება კუბაში. მანამდე საქართველოს საელჩო ვაშინგტონში და შემდეგ საელჩო მექსიკაში ფარავდა კუბასაც. ნიკოლაიშვილი ახალ თანამდებობაზე მუშაობას სექტემბრის შუა რიცხვებიდან შეუდგება.
ყოფილი ელჩი იორდანიაში ზურაბ ერისთავი მომდევნო თვიდან მექსიკაში დაიკავებს ელჩის თანამდებობას. ყოფილი ელჩი იაპონიაში, რევაზ ბეშიძე, რომელიც ბოლოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, 2016 წლის იანვრიდან პორტუგალიაში შეუდგება ელჩის თანამდებობაზე მუშაობას.