საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ახალი უფროსი უხელმძღვანელებს
გიორგი მღებრიშვილმა, რომელიც აგვისტოს დასაწყისში შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა, 14 აგვისტოს გოგა რაზმაძე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ახალ დირექტორად დანიშნა. რაზმაძემ დავით ცინარიძე შეცვალა, რომელიც ამ პოსტზე 2012 წლის ბოლოდან მსახურობდა.
ახალ დანიშვნამდე გოგა რაზმაძე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე იყო. მღებრიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნამდე სასჯელაღსრულების მინისტრი იყო. მანამდე გოგა რაზმაძე მთავარ პროკურატურაში გამომძიებლად მუშაობდა.