პრემიერ-მინისტრი ჩინეთს სექტემბერში ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 8-13 სექტემბერს ჩინეთში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში  მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას – „ზაფხულის დავოსის“ სახელით ცნობილ ამ ფორუმს საპორტო ქალაქი დალიანი უმასპინძლებს.

პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, ღარიბაშვილი ჩინეთის პრემიერ-მინისტრს ლი კეციანს შეხვდება და ასევე ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრებს დალიანსა და პეკინში.