ლარი კვლავ გაუფასურდა
საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ თავისი ღირებულების 1.3% დაკარგა ორშაბათს, დაეცა რა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მისი ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.364-მდე აშშ დოლართან მიმართებაში, რაც ერთი დღის განმავლობაში, მარტის შემდეგ, ყველაზე მკვეთრი გაუფასურება იყო.
ლარი აშშ-დოლართან მიმართებაში 37%-ით არის გაუფასურებული წინა წლის აგვისტოსთან შედარებით, ხოლო 25.6%-ით წლის დასაწყისში არებულ მაჩვენებელთან შედარებით.
ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები ორშაბათს საღამოს დოლარს უკვე დაახლოებით 2.4 ლარად ყიდდნენ, ნაცვლად მანამდე არსებული 2.34-2.35-სა.
ლარმა გაუფასურება ნოემბრის დასაწყისიდან დაიწყო და მაისის შუა რიცხვებში მისმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლართან მიმართებაში 2.3637 შეადგინა; მომდევნო კვირებში, კერძოდ კი ივლისის ბოლომდე, მან მეტ-ნაკლები სტაბილურობა შეინარჩუნა 2.24-2.26-იანი კურსით აშშ დოლართან მიმართებაში, მაგრამ აგვისტოს დასაწყისიდან კვლავ დაიწყო გაუფასურება.