ლარი დაცემას განაგრძობს

საქართველოს ეროვნული ვალუტა სამშაბათს ბოლო 16 წლისა და 5 თვის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულზე დავიდა აშშ დოლართან მიმართებაში, რადგან ლარის გაცვლითი კურსი, ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2.364-დან 2.4161-მდე შემცირდა.

ოფიციალური კურსი უკვე მიუახლოვდა ლარის არსებობის მანძილზე 1999 წლის მარტში დაფიქსირებულ ისტორიულ მინიმუმს  – 2.45-ს; ის ასევე 40%-ით არის გაუფასურებული წინა წლის აგვისტოსთან შედარებით.

ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები დოლარს დაახლოებით 2.43-2.44 ლარად ყიდიან დღეს, რაც გაზრდილი მაჩვენებელია ორშაბათს არსებულ 2.4-თან შედარებით.