წინასწარი მონაცემებით, აგვისტოში მშპ–ს ზრდამ 2.3% შეადგინა
„საქსტატის“ მიერ გავრცელებული წინასწარი მონაცემებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.3% შეადგინა.
2015 წლის პირველ რვა თვეში ეკონომიკის საშუალო რეალურმა ზრდამ 2.8% შეადგინა. შარშან ამავე პერიოდში მშპ–ს 6.1%–იანი ზრდა დაფიქსირდა.
პარლამენტმა ივლისში მხარი დაუჭირა მთავრობის ინიცირებულ ცვლილებებს ბიუჯეტში, რის შედეგადაც 2015 წლისთვის თავდაპირველად პროგნოზირებული მშპ-ის 5%-იანი ზრდის მაჩვენებელი 2%-მდე შემცირდა, ხოლო საგადასახადო შემოსავლების პროგნოზმა 200 მლნ ლარით დაიკლო და 7.4 მლრდ ლარი შეადგინა.
მთავრობა 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში 3%–იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.