ძლიერი წვიმის შედეგად ქობულეთი დაიტბორა
ქობულეთი 2015 წლის 8 ოქტომბერს. ფოტო: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ძლიერმა წვიმამ აჭარის რეგიონის რამდენიმე რაიონში წყალდიდობა გამოიწვია.
ქალაქი ქობულეთი და მიმდებარე სოფლები სტიქიამ ყველაზე მეტად დააზარალა, განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ.
ქობულეთის უბნებისა და ქუჩების უმეტესობა დაიტბორა, რამაც ასევე განაპირობა სარკინიგზო მოძრაობის შეფერხება თბილისსა და ბათუმს შორის.
ქობულეთში დატბორილი ერთ-ერთი სახლის ეზო, 8 ოქტომბერი, 2015 წელი 8 ოქტომბერს. ფოტო: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ქობულეთის რაიონის სულ ცოტა შვიდი სოფლის გზები დაიტბორა მდინარე აჭყვას ადიდების შედეგად, როგორც ამის შესახებ აჭარის ადგილობრივი მთავრობა იტყობინება.
ძლიერმა ქარმა მუნიციპალიტეტში რამდენიმე სახლს სახურავები გადახადა.
წყალდიდობა მოხდა ასევე აჭარის კიდევ ერთ რაიონში, ქედაში, სადაც, ადგილობრივი მთავრობის ცნობით, მდინარის ადიდების გამო დაიტბორა და დაიმეწყრა რამდენიმე ოჯახის სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)