საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანიას ეწვევა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 26-28 ოქტომბერს ბერლინში ვიზიტის ფარგლებში თავის გერმანელ კოლეგას ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება.
კვირიკაშვილი, რომელიც იმავდროულად ვიცე-პრემიერია, ასევე გეგმავს შეხვედრას კანცლერ ანგელა მერკელის მრჩეველთან საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კრისტოფ ჰოისგენთან, იტყობინება საქართველოს საგარეო უწყება.
გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრობამდე ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელობდა, ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდება გერმანიის ეკონომიკის აღმოსავლეთ ევროპის გაერთიანებისა და აღმოსავლეთ ევროპასთან ეკონომიკური ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელობას.