თავდაცვის მინისტრი იაპონიას სტუმრობს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ოფიციალური ვიზიტით იაპონიაში გაემგზავრა, სადაც თავის იაპონელ კოლეგასთან გენ ნაკატანისთან გამართავს შეხვედრას. 

„პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოსა და იაპონიის თავდაცვის სამინისტროები ვიწყებთ თანამშრომლობას. ჩვენ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოვაწერთ ხელს, რომლის ამოცანაც კონკრეტული ღონისძიებების ერთობლივად განხორციელებაა“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა იაპონიაში გამგზავრებამდე.

ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 14 ნოემბრამდე გასტანს, თინა ხიდაშელი ასევე ეწვევა იაპონიის თავდაცვის აკადემიას, რათა „რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს თანამშრომლობა“ ორი ქვეყნის თავდაცვის სასწავლებლებს შორის.