საქართველოს და იაპონიის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ტოკიოში გაიმართა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, რომელიც ტოკიოს სტუმრობს, 12 ნოემბერს თავის იაპონელ კოლეგას გენ ნაკატანის შეხვდა.

აქამდე საქართველოს არც ერთი თავდაცვის მინისტრი არ წვევია იაპონიას ოფიციალური ვიზიტით.

ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროებს შორის პირველად გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმი ექსპერტთა გაცვლითი შეხვედრების ორგანიზებას,  საგანმანათლებლო და კვლევით პროგრამებში მონაწილეობას, სემინარების გამართვასა და მაღალი დონის ვიზიტების ორგანიზებას ითვალისწინებს.

„გაჩნდა შესაძლებლობა, რომ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი შეიძინოს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს პირველი შეხვედრა – მემორანდუმი  თავდაცვის სფეროში, რომელიც ორ სამინისტროს შორის გაფორმდა, დაგვეხმარება პროექტებისა და იდეების კონკრეტულ რეალიზებაში“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.