საქართველოს პრემიერ-მინისტრი სლოვაკეთს სტუმრობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარასკევს სლოვაკეთში ოფიციალური ვიზიტი  დაიწყო.

ღარიბაშვილი 13 ნოემბერს თავის სლოვაკ კოლეგას რობერტ ფიცოს და პარლამენტის თავმჯდომარეს პეტერ პელეგრინს შეხვდება.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)