„რუსთავი 2“–ის მოვლენათა ქრონოლოგია



ტელეკომპანია „რუსთავი 2“. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის საკუთრებაზე დავას 2004 წელს ჩაეყარა საფუძველი – სწორედ ამ დროიდან ტელეკომპანიამ არაერთი მეპატრონე გამოიცვალა სადავო გარიგებების გზით. თუმცა დავამ სამართლებრივი სახე ათეულ წელზე მეტის გასვლის შემდეგ მიიღო, როცა ერთ-ერთმა ყოფილმა მეპატრონემ ქიბარ ხალვაშმა 2015 წლის აგვისტოს დასაწყისში სასამართლო დავა წამოიწყო ტელეკომპანიაში საკუთარი წილის დაბრუნების მოთხოვნით. უკანასკნელი კრიზისი გარკვეულწილად მას შემდეგ შენელდა, რაც „რუსთავი 2“–ის მენეჯმენტს შეწყვეტილი უფლებამოსილება აღუდგა.

ქვემოთ მოცემულია „რუსთავი 2“–ის გარშემო მას შემდეგ განვითარებული მოვლენები, რაც ხალვაშმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა.


5 აგვისტო

2004–2006 წლებში ტელეკომპანიის მფლობელის, ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა განაცხადა, რომ მისმა კლიენტმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მაუწყებელში საკუთარი წილის დაბრუნებას ითხოვს; ხალვაშმა განაცხადა, რომ 2006 წლის მიწურულს ქვეყნის მაშინდელმა ხელისუფლებამ აიძულა, რომ ტელეკომპანიაში საკუთარი წილი დაეთმო. ხალვაშის სარჩელი დაგმეს „რუსთავი 2“–მა და ოპოზიციურმა პარტიებმა, მათ შორის ყველაზე აქტიურად ნაციონალურმა მოძრაობამ და ის მთავრობის მიერ პოლიტიკურად მოტივირებულ გეგმად შეაფასეს, რაც საბოლოო ჯამში, ოპოზიციურად განწყობილი ტელეკომპანიის ხელში ჩაგდებას და გაჩუმებას ისახავს მიზნად. მთავრობა და კოალიცია ქართული ოცნების წარმომადგენლები მუდმივად უარყოფენ ამ ბრალდებებს და აცხადებენ, რომ ეს არის დავა კერძო სუბიექტებს შორის, რასთანაც ხელისუფლებას არაფერი აქვს საერთო. 


7 აგვისტო

ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ „რუსთავი 2“–ის ქონებას ყადაღა დაადო ხალვაშის სარჩელის ფარგლებში. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილება უკრძალავს ტელეკომპანიის ამჟამინდელ მფლობელებს, რომ გაასხვისონ საკუთარი წილები, ასევე გაყიდონ ან გააქირაონ ტელეკომპანიის ტექნიკური აღჭურვილობა, მანქანები და სხვა ქონება. ამავე გადაწყვეტილებით ტელეკომპანიის გენერალური დირექტორს  ნიკა გვარამიას და ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას კომპანიის მართვასა და ხელმძღვანელობასთან დაკავშირებული მოქმედებების შესრულება შეეზღუდათ. 


30 სექტემბერი



სატელევიზიო კადრი, სადაც ჩანან „რუსთავი 2“–ის 91%–იანი წილის მფლობელები, ძმები ლევან (მარცხნივ) და გია (მარჯვნივ) ყარამანიშვილები მათი პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი სატელევიზიო ინტერვიუს დროს, რომელიც უკრაინაში ჩაიწერა და „რუსთავი 2“–მა ნოემბრის დასაწყისში გაუშვა.

სასამართლომ კიდევ ერთი გადაწყვეტილება მიიღო და „რუსთავი 2“–ის წილის მფლობელი – ტელეკომპანია „საქართველოს“ ქონება დააყადაღა.
 
„რუსთავი 2“–ის მესაკუთრეები, ძმები გიორგი და ლევან ყარამანიშვილები ტელეკომპანიაში 51%–ს ფლობენ არაპირდაპირი გზით, ტელეკომპანია „საქართველოს“ მეშვეობით; ისინი ასევე პირდაპირ ფლობენ „რუსთავი 2“–ის 40%–ს.
 
ტელეკომპანია „საქართველოს“ ქონების დაყადაღებამ ხელი შეუშალა ძმები ყარამანიშვილების განზრახვას, რომ ტელეკომპანია ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის ნათესავისთვის  400 000 აშშ დოლარად მიეყიდათ, რის შედეგადაც მყიდველი „რუსთავი 2“–ის 51%–იანი წილის მფლობელი გახდებოდა. ამავე გარიგების თანახმად, 2017 წლის თებერვლამდე 6 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო ტელეკომპანიის მუშაობის უზრუნველსაყოფად. რუსთავი 2“–ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, რომელსაც სააკაშვილის მმართველობის დროს მაღალი თანამდებობების ეკავა, განაცხადა, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ტელეკომპანიას მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინვესტიციის გარეშე ტოვებდა. მან თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განმხილველი  მოსამართლე თამაზ ურთმელიძეც დაადანაშაულა და მას ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილის მითითებების შესრულებაში დასდო ბრალი; გვარამიას თქმით, მოსამართლე მილიარდელმა ივანიშვილმა მოისყიდა. „მოსამართლე ურთმელიძის ფეხებქვეშ მიწა აუცილებლად დაიწვება“, – განაცხადა გვარამიამ, „ის ვერ იპოვის თავშესაფარს ამ ქვეყანაში ვერასდროს“. 


3 ოქტომბერი

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ „რუსთავი 2“–ის გამართულ მუშაობას „პრობლემები შეექმნა“ და ქართულ მედიაში განვითარებული მოვლენები „სერიოზულ კითხვებს“ ბადებს.  


 8 ოქტომბერი

აშშ–ის ელჩმა საქართველოში, იან კელიმ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეშფოთება გამოთქვა საქართველოს მთავრობასთან იმ ქმედებებთან დაკავშირებით,  რომელიც „ისე ჩანს, რომ ზღუდავს მედიის თავისუფლებას“. 


16 ოქტომბერი

პარლამენტმა ჩააგდო ნაციონალური მოძრაობის მიერ ინიცირებული განცხადების პროექტი, რომელიც გამოხატავდა „შეშფოთებას“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე  „მთავრობის მიერ“ განხორციელებული „ზეწოლის“ გამო. 


19 ოქტომბერი

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)