საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ბაქოში შეხვდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ბაქოში 26 ნოემბერს შეხვდა.
„გიორგი მღებრიშვილმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობას. საქართველოს შს მინისტრმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში, მათ შორის, ორგანიზებული დანაშაულის და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, ორი ქვეყნის შს სამინისტროების მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრა“, – იტყობინება საქართველოს შსს.
ასევე 26 ნოემბერს გიორგი მღებრიშვილმა თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან რამილ უსუბოვთან გამართა შეხვედრა, რომლის დროსაც, შსს-ს თანახმად, მხარეებმა „განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ორგანიზებული დანაშაულის და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხს“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)