ლევან იზორია აცხადებს, რომ სირიაში დაახლოებით 50 ქართველი იბრძვის
ამჟამად სირიაში ექსტრემისტული ჯგუფების მხარეს „50–მდე საქართველოს მოქალაქე“ იბრძვის, განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლევან იზორიამ 27 ნოემბერს.
მან ტელეკომპანია „იმედს“ განუცხადა, რომ საქართველოდან მებრძოლების სირიაში გადინება „საგრძნობლად“ შემცირდა.
„დღეის მდგომარეობით, დაახლოებით, 50–მდე ადამიანი, საქართველოს მოქალაქე არის სირიაში და გვაქვს ყველაზე ინფორმაცია“, – განაცხადა იზორიამ.
„მეტსაც ვიტყვი, ყველა მათგანზე, სადაც გვაქვს კონკრეტული მტკიცებულებები, დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა. შესაბამისად, როგორც კი ისინი ჩამოვლენ, ისინი აგებენ პასუხს კანონის წინაშე“, – აღნიშნა მან.