წინასწარი მონაცემებით, ოქტომბერში მშპ–ს ზრდამ 3% შეადგინა

„საქსტატის“ მიერ ორშაბათს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2015 წლის ოქტომბრის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის ტემპმა 3% შეადგინა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

2015 წლის პირველ ათ თვეში საშუალო რეალურმა ზრდამ 2.8% შეადგინა. გასული წლის იმავე პერიოდში მშპ–ს ზრდა 5.6% იყო.

ივლისში მთავრობამ 2015 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 5%–დან 2%–მდე შეამცირა.