ყოფილი მთავარი პროკურორი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსად დაინიშნა
გიორგი ბადაშვილი, რომელიც 27 ნოემბრამდე მთავარი პროკურორი იყო, სანამ მას მისი პირველი მოადგილე ირაკლი შოთაძე შეცვლიდა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსად დაინიშნა.
საგამოძიებო სამსახური, რომელსაც არაფორმალურად ფინანსური პოლიციად მოიხსენიებენ, ფინანსური და ეკონომიკური დანაშაულების, ასევე გადასახადებისთვის თავის არიდების საკითხებს კურირებს.
34 წლის გიორგი ბადაშვილმა, რომელიც 2006-2013 წლებში საგამოძიებო სამსახურში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა, ლერი ბარნაბიშვილი შეცვალა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ბარნაბიშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნება.